საერთაშორისო ღონისძიებები

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი - ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსი

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) 2025 წლის 7 ივლის - 8 აგვისტოს ორგანიზებას უკეთებს ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსს.

4-კვირიანი კურსი მოიცავს ლიეტუვური ენის ყოველდღიურ გაკვეთილებს, ლექციებსა და სემინარებს სოციალურ-კულტურული კუთხით; სესიებს ლიეტუვის ისტორიასა და ტრადიციებზე; მუზეუმებისა და კულტურული ძეგლების დათვალიერებას; სასწავლო ექსკურსიებს ლიეტუვაში.

სულ გამოყოფილია 35 სტიპენდია საერთაშორისო სტუდენტების, ლექტორების, მკვლევრებისა და ლიეტუვური წარმოშობის პირებისთვის. სტიპენდია დაფარავს სამგზავრო, საცხოვრებლის, კვების და სხვა ხარჯებს.

შესაძლებელია მონაწილეობა ონლაინფორმატშიც (უსტიპენდიოდ, გადასახადის გარეშე).  
 
დაინტერესებულმა პირებმა სტიპენდიის მოსაპოვებლად 2025 წლის 18 აპრილამდე უნდა შეავსონ ონლაინაპლიკაცია.

კონკურსში უპირატესობა მიენიჭებათ სტუ-ს პროფ. ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის სტუდენტებს.

საკონტაქტო ინფორმაცია: bsu@vdu.lt