საერთაშორისო ღონისძიებები

უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის პოსტსადოქტორო სტიპენდიების პროგრამა Momentum MSCA Premium Postdoctoral Fellowship Programme - "შენი კვლევა. შენი იმპულსი"

უნგრეთის მეცნიერებათა აკადემია (MTA) აცხადებს კონკურსს Momentum MSCA Premium Postdoctoral Fellowship Programme პოსტსადოქტორო სტიპენდიების პროგრამაზე "შენი კვლევა. შენი იმპულსი".

Momentum MSCA Postdoctoral Fellowship პოსტსადოქტორო სტიპენდიების პროგრამა არის 5-წლიანი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს 35-მდე გამორჩეული პოსტდოქტორანტი მკვლევრის მოზიდვასა და აღზრდას მთელი მსოფლიოდან, რაც მათ საშუალებას მისცემს, ითანამშრომლონ "Lendület" Momentum კვლევით ჯგუფებთან უნგრეთში.

წარმატებული კანდიდატები ისარგებლებენ კონკურენტული ხელფასით, შემწეობებით, უმაღლესი დონის კვლევის შესაძლებლობებით და ექსტენსიური ტრეინინგებითა და განვითარების მხარდაჭერით. პოსტდოქტორანტურის კვლევის პერიოდი მერყეობს მინიმუმ 1 წლიდან მაქსიმუმ 3 წლამდე, 1-დან 3 თვემდე სავალდებულო მივლინების ჩათვლით. სრული 3-წლიანი ხანგრძლივობა წახალისებულია, რათა მაქსიმალურად გაზარდოს პროგრამის სარგებელი და კვლევის გავლენა.

სააპლიკაციო განაცხადების მიღების პირველი ეტაპი საუკეთესო 15 პოსტდოქტორანტის მოსაზიდად გაიხსნება 2025 წლის 2 აპრილს.

აღსანიშნავია, რომ "Lendület" Momentum პროგრამა შეიქმნა 2009 წელს და არის უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ფლაგმანი კვლევის პროგრამა. დღემდე მან მხარი დაუჭირა 220-ზე მეტ დამოუკიდებელ კვლევით ჯგუფს სხვადასხვა სფეროში, რაც საშუალებას აძლევს საუკეთესო მეცნიერებს სრული ავტონომიით შექმნან ინოვაციები.

Momentum MSCA Premium Postdoctoral Fellowship პროგრამა თანადაფინანსებულია ევროკავშირისა და უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის სამდივნოს მიერ პრესტიჟული Marie Sklodowska-Curie Actions გრანტის ფარგლებში.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ბროშურა იხილეთ ვებგვერდზე.

კონტაქტისთვის ელ.ფოსტა: momentum.msca@office.mta.hu