Erasmus+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი - “კრედიტების დაგროვებით საერთაშორისო მობილობის საგანმანათლებლო კვირეული” (თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის)
დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი (University of West Attica - UniWA) (ათენი, საბერძნეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლისა (ხელმძღვანელი) და მისი დოქტორანტი სტუდენტისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 07.04.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 15 აპრილამდე.
მოკლევადიანი მობილობა ითვალისწინებს აკადემიური თანამშრომლისა და მისი დოქტორანტი სტუდენტის ერთობლივ მონაწილეობას “კრედიტების დაგროვებით საერთაშორისო მობილობის საგანმანათლებლო კვირეულში”, 2025 წლის 16-20 ივნისს.
პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების დოქტორანტები, ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილოებას მიიღებენ საგანამანათლებლო კვირეულში. ამასთან, ხელმძღვანელისთვის განსაზღვრულია 1.395 ევრო, სტუდენტისთვის - 765.
დეტალური ინფორმაცია დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში 1 აკადემიური თანამშრომლისა და 1 დოქტორანტი სტუდენტის მობილობა.
მიმართულება: ინფორმატიკა და კომპიუტერული ინჟინერია.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.