Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინტიტუტში - 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)
ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტი (National Polytechnic Institute of Toulouse - Toulouse INP) (ტულუზა, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.03.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 20 მარტს.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 25 მარტამდე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის სამ საინჟინრო სკოლაში განახორციელონ Erasmus+ მობილობა: Toulouse INP-ENSEEIHT (ზოგადი მიმართულებები: ენერგეტიკა, გარემოსდაცვისა და ციფრული ტექნოლოგიები); Toulouse INP-ENSIACET (A7) (ზოგადი მიმართულებები: ქიმია, გარემოს დაცვა, მასალათმცოდნეობა, საწარმოო ტექნიკა) და INP-AgroToulouse (ზოგადი მიმართულებები: აგრონომია, სურსათი, გარემოს დაცვა, მენეჯმენტი და ენოლოგია).
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 1-2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის ზემოხსენებულ თითოეულ საინჟინრო სკოლაში (სულ 3-6 სტუდენტი).
ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის მიერ სტუდენტებისთვის შეთავაზებული საინჟინრო პროგრამები იხილეთ აქ.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.