საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

კლუჟ-ნაპოკის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Cluj-Napoca - TUCN) (კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.03.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 20 მარტს.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 25 მარტამდე.

კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით, 3-3- თვით (2025 წლის მაისი - ივლისი).

მიმართულება: მექატრონიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია, მანქანათმშენებლობა.