საერთაშორისო ღონისძიებები

აალენის უნივერსიტეტის ბადენ-ვიურტემბერგის სტიპენდიების პროგრამა - 2025-2026 სასწავლო წელი (სტუდენტებისთვის)

აალენის უნივერსიტეტი (Aalen University) (აალენი, გერმანია) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს ბადენ-ვიურტემბერგის სტიპენდიების პროგრამაზე, 2025/26 სასწავლო წლისათვის, 1 ან 2 სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.03.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 20 მარტს.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 25 მარტამდე.

აალენის უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების კატალოგი იხილეთ აქ.

სტუ-ს მიერ ნომინირებულმა და აალენის უნივერსიტეტის მიერ შერჩეულმა სტუდენტებმა მოთხოვნილი სააპლიკაციო განაცხადი უნდა ატვირთონ BWS პორტალზე მიმდინარე წლის 12 აპრილამდე.  

შერჩული სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას აალენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 700 -1400 ევროს. სტიპენდიის რაოდენობა განსაზღვრული იქნება აალენის უნივერსიტეტის მიერ, მიღებული აპლიკაციებისა და ბიუჯეტის მიხედვით.