საინფორმაციო შეხვედრა გაცვლით პროექტებთან დაკავშირებით ენერგეტიკის ფაკულტეტზე
2025 წლის 28 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მარიკა ზვიადაძემ და ნინო ჟიჟილაშვილმა ენერგეტიკის ფაკულტეტზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს გაცვლითი პროგრამების შესახებ ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ენერგეტიკის ფაკულტეტის ინიციატივით იქნა ორგანიზებული. საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის ელექტროინჟინერიისა და ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტები, ასევე, ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ქუთათელაძე, დეკანის მოადგილე ლალი ხუნწარია და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები მანანა გოგბერაშვილი და ია მონასელიძე.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარიკა ზვიადაძემ და ნინო ჟიჟილაშვილმა ვრცლად ისაუბრეს გაცვლითი საგანამნათლებლო პროექტების (Erasmus+, DAAD...) ფარგლებში უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლისა და კვლევების გაგრძელებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების შესახებ. ამ მხრივ, განხილული იქნა შესაბამისი საკონკურსო პროცედურები, მოთხოვნილი სააპლიკაციო დოკუმენტები და მათი გაფორმების დეტალები, ასევე, შეფასების კრიტერიუმები.
ლალი ხუნწარიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სააპლიკაციო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში სასწავლო ხელშეკრულების მოსამზადებლად სასწავლო კურსების მოძიებასთან დაკავშირებულ დეტალებზე და მობილობის შემდეგ მიღებული კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე.
შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში. შეხვედრის ბოლო კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი პასუხები მიეღოთ სხვადასხვა გაცვლით პროექტთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.