საერთაშორისო ღონისძიებები

ხმელნიცკის ნაციონალური უნივერსიტეტი - II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის "პრობლემები და ინოვაციები ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის განვითარებაში"

2025 წლის 24-26 აპრილს ხმელნიცკის ნაციონალური უნივერსიტეტის (ხმელნიცკი, უკრაინა) ორგანიზებით გაიმართება II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის "პრობლემები და ინოვაციები ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის განვითარებაში" (Problems and innovations in the development of engineering, technologies and transport).

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება.

საერთაშორისო კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სარეგისტრაციო ბმული, იხილეთ აქ.