ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Ulm University of Applied Sciences - Hochschule Ulm) (ულმი, გერმანია) DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროექტის ("Ostpartnerschaften“) ფარგლებში აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამაზე 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (სექტემბერი - დეკემბერი).
შერჩევის პროცედურა
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.
პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის 5-თვინი მობილობა. სტიპენდია თვეში 992 ევროს ოდენობით ფარავს ცხოვრების ხარჯებს და არ ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯებს.
სასარგებლო ბმულები:
ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი კურსები და საინფორმაციო ვიდეო საერთაშორისო სტუდენტებისათვის, იხილეთ აქ.
გერმანულენოვანი კურსები იხილეთ აქ. B2 დონეზე გერმანული ენის მცოდნე სტუდენტს შეუძლია ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა.
210 კრედიტის მქონე ბაკალავრებს შეუძლიათ სამაგისტრო კურსის არჩევა.
გარდა სასწავლო კურსებისა, სტუდენტს შეუძლია ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში განახორციელონ პრაქტიკა/სტაჟირება/ პროექტზე მუშაობა ან იმუშაოს საბაკალავრო ან სამაგისტრო ნაშრომზე მიმღები უნივერსიტეტის შესაბამის ლაბორატორიაში. ამ შემთხვევაში, ხელმძღვანელი პროფესორის შესარჩევად აუცილებელი იქნება სტუდენტმა დროულად აცნობოს მიმღებ უნივერსიტეტს თავისი ინტერესის სფერო და ამასთან დაკავშირებით, თავისი კვალიფიკაცია.
ინფორმაცია ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში კვლევითი პროექტების შესახებ იხილეთ აქ.
ნომინირებულ და შერჩეულ სტუდენტებს მიმღები უნიევრსიტეტი გაუგზავნის ონლაინ სააპლიკაციო ფორმას შემდგომი პროცედურებისთვის.
ულმში ცხოვრებასა და სწავლასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.