ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)
სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი (Sivas Cumhuriyet University) (სივასი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 02.02.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 5 თებერვლამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 11 თებერვლამდე.
კონკურსში მომაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 27 იანვრიდან 10 თებერვლამდე პარალელურად უნდა გაიარონ ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში. კოორდინატორი უნივერსიტეტის მოთხოვნით, აპლიკანტი უნდა ფლობდეს აკადემიური დოქტორის აკადემიურ ხარისხს. შერჩეულმა აპლიკანტმა მობილობა უნდა განახორციელოს და მონაწილეობა უნდა მიიღოს მიმდინარე წლის 12-16 მაისს დაგეგმილ თანამშრომელთა VI საერთაშორისო კვირეულში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.