XI საერთაშორისო ევროპული კონფერენცია ინტერდისციპლინარულ სამეცნიერო კვლევებთან დაკავშირებით
2025 წლის 20-22 იანვარს ლისაბონში (პორტუგალია) გაიმართება მე-11 საერთაშორისო ევროპული კონფერენცია ინტერდისციპლინარულ სამეცნიერო კვლევებთან დაკავშირებით. კონფერენციის ორგანიზატორია Iksad ეკონომიკის განვითარებისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტი (Iksad Institute of Economic Development and Social Research) (ანკარა, თურქეთი).
ღონისძიებაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე პირისპირ რეჟიმში.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 04.01.25. აბსტრაქტები უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: info@eucongress.org
მონაწილეობის საფასურის გადახდის ბოლო ვადა - 08.01.25
ონლაინ მონაწილეობის გადასახადია 35 ევრო (შეუძლია 3 ავტორს ერთდროულად), პირისპირ მონაწილეობის - 300 ევრო.
დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო ევროპულ კონფერენციასთან დაკავშირებით იხილეთ ვებგვერდზე.
კონტაქტისთვის:
ელ.ფოსტა: info@eucongress.org
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.