Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ჟეშუვის ტექნოლოგიურს უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Rzeszów University of Technology - RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული პერსონალისთვის
ადმინისტრაციული საქამიანობის გეგმის წარდგენის ბოლო ვადა: 10.12.2024. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 12 დეკემბრამდე.
პრაქტიკული ინფორმაცია ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა. კოორდინატორის მითითებით, ადმინისტრაციული პერსონალისთვის განსაზღვრულია საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის მობილობა, რომლის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას. ასევე, შერჩეულმა თანამშრომელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს თანამშრომელთა საერთაშორისო ტრეინინგ კვირეულში, რომელსაც კოორდინატორი უნივერსიტეტი გეგმავს 2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში, აპრილში.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.