ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ტუშის უნივერსიტეტში - IV საერთაშორისო ტრეინინგ-კვირეული თანამშრომლებისთვის
ტუშის უნივერსიტეტი (University of Tuscia) (ვიტერბო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის 16-20 დეკემბერს, ორგანიზებას უკეთებს IV საერთაშორისო ტრეინინგ-კვირეულს თანამშრომლებისთვის - Erasmus+ International Staff Training Week.
საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობა უკავშირდება უნივერსიტეტში მიმდინარე ინტერნაციონალიზაციის პროცესებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას, უნივერსიტეტში სტუდენტებისა და თანამშრომელთა Erasmus+ მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტივობებს. კვირეულის პროგრამა მოიცავს ე.წ. "მრგვალი მაგიდის" სადისკუსიო მეთოდების საშუალებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი კონტაქტების დამყარებას (ნეტვორქინგი) ღონისძიებაში მონაწილე ინსტიტუტციებს შორის, ასევე, გათვალისწინებულია სოციალურ-კულტურული აქტივობები.
ტუშის უნივერსიტეტში Erasmus+ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის აუცილებელია კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი საბუთების წარდგენა მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე. კანდიდატების შერჩევის პროცესს სრულად განახორციელებს კოორდინატორი უნივერსიტეტი. სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ტუშის უნივერსიტეტიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, 2024 წლის 16-20 დეკემბერს.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 4 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტუშის უნივერსიტეტში.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.