Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)
ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Beja - IPBeja) (ბეჟა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით (მეორედ) აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა: ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.12.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 06 დეკემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 10 დეკემბრამდე.
დამატებით პრაქტიკული ინფორმაცია ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 3 სტუდენტის, მათ შორის, 1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 4-4 თვით.
მიმართულება: აგროკულტურა, კვების ტექნოლოგია, გარემოს დაცვა, მენეჯმენტი.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.