Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კრაგუევაცის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
კრაგუევაცის უნივერსიტეტი (University of Kragujevac) (კრაგუევაცი, სერბეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.11.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 26 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 28 ნოემბრამდე.
კრაგუევაცის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების კატალოგი იხილეთ აქ.
სააპლიკაციო საბუთებში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შევსებული და აპლიკანტისა და დეკანის ხელმოწერით დადასტურებული წინასწარი სასწავლო ხელშეკრულება, კრაგუევაცის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსების კატალოგის მიხედვით.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კრაგუევაცის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა 4 თვით.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.