Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კრემსის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC University of Applied Sciences Krems - IMC Krems) (დუნაის კრემსი, ავსტრია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 8 ნოემბერს, 11:00 საათზე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 ნოემბრამდე.
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითითებით, შერჩეულმა თანამშრომლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ II სწავლების საერთაშორისო დღეებში 2025 (2nd International Teaching Days 2025), რომელიც 2025 წლის 1-5 აპრილს იგეგმება.
მიმართულება: ბიზნესი და ადმინისტრირება, აგრობიზნესი.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.