საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ - I საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის კასტამონუს უნივერსიტეტში

კასტამონუს უნივერსიტეტი (Kastamonu University - KU) (კასტამონუ, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის. კონკურსში გამარჯვებულმა აპლიკანტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს კასტამონუს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პირველ საერთაშორისო კვირეულში, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 14-18 ოქტომბერს.

აპლიკანტთა შერჩევა-ნომინირების პროცედურას სრულად წარმართავს პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტი.

კასტამონუს უნივერსიტეტის სააპლიკაციო სისტემაში ონლაინრეგისტრაციისა და სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 30.07.24-16.08.24. შესაბამისად, ამავე პერიოდში აღნიშნული სააპლიკაციო დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.

დეტალური ინფორმაცია კასტამონუს უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ ვებგვერდზე.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა კასტამონუს უნივერსიტეტში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული აკადემიური მიმართულებები იხილეთ აქ.

კონტაქტისთვის: 
ელ.ფოსტა erasmusicm@kastamonu.edu.tr