საერთაშორისო ღონისძიებები

ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტი - საზაფხულო სკოლა დოქტორანტებისთვის 2024

2024 წლის 8-12 ივლისს ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Vilnius Gediminas Technical University - VILNIUS TECH) (ვილნიუსი, ლიეტუვა) ტარდება საზაფხულო სკოლა დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის 2024.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მონაწილეობა შეუძლია 2 სტუდენტს. პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიენიჭებათ 6-6 კრედიტი.

სააპლიკაციო განაცხადის შეტანის დედლაინია 24 ივნისი.

სარეგისტრაციო თანხა 400 ევრო.

საკონტაქტო ინფორმაცია:
სკირმანტე მოზურიუნაიტე (Skirmantė Mozūriūnaitė), სადოქტორო სკოლის უფროსი
ელ.ფოსტა: skirmante.mozuriunaite@vilniustech.lt 
phd@vilniustech.lt