საერთაშორისო ღონისძიებები

საერთაშორისო ინგლისური ენის ოლიმპიადა 2024 იორდანიაში

2024 წლის 5-7 დეკემბერს, იორდანიის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტროს მიერ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში უნივერსიტეტებისათვის დაგეგმილია საერთაშორისო ინგლისური ენის
ოლიმპიადა 2024.

აღნიშნულ ოლიმპიადაში თითოეულ უნივერსიტეტს შეუძლია წარმოადგინოს 5 სტუდენტისგან შემდგარი 5 გუნდი, რომელთა ასაკი შეადგენს 18-24 წელს. ამასთანავე, თითოეულ გუნდს უნდა ჰყავდეს ერთი ზედამხედველი.
ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის, გუნდებმა უნდა გადაიხადონ მგზავრობის, განთავსებისა და წევრობის ხარჯები.

ონლაინრეგისტრაციის ვადებია: 25 თებერვალი, 2024წ. - 25 აგვისტო, 2024წ. რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე, აპლიკაციის გაგზავნასთან ერთად მონაწილე გუნდებმა უნდა გადაიხადონ ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებული გადასახადები.

დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.