საერთაშორისო ღონისძიებები

DAAD - სამეცნიერო სლემი "Falling Walls Labs 2024"

2024 წლის 21 ივნისს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) საქართველოში ორგანიზებას უკეთებს სამეცნიერო სლემს "Falling Walls Labs 2024", რომელიც ფაბრიკაში გაიმართება.

ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას ცოდნის გაცვლისა და ნეტვორკინგისათვის მკვლევრებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, პოლიტიკის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და ხელოვნების სფეროდან.

ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა და მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 3-წუთიანი პრეზენტაცია ინოვაციურ იდეებსა და კვლევით პროექტებთან დაკავშირებით, ლოკალური და გლობალური გამოწვევების შესახებ.

ღონისძიებამდე ყველა მონაწილეს საშუალება ეძლევა, დაესწროს ვორკშოპს პრეზენტაციის უნარების გასაუმჯობესებლად.

დაინტერესებულ პირებს 2024 წლის 9 ივნისამდე შეუძლიათ ონლაინ დარეგისტრირება.

თითოეული რეგიონული „Falling Walls Lab“-დან ჟიური ირჩევს გამარჯვებულს, რომელიც 2024 წლის 7 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებს ბერლინში დაგეგმილ „Falling Walls Labs“-ის დახურვის ღონისძიებაში.

კონტაქტისთვის:
ანიკა ფრიზე (Anika Freese)
ელ.ფოსტა: anika.freese@daad-lektorat.de