Erasmus+ ანგარიში - სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამშრომლის აკადემიური მობილობა ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში
2024 წლის 22-26 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი ნინო ქავთარაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა), სადაც მონაწილეობა მიიღო პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტს მიერ ორგანიზებულ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში. იხილეთ პროფ. ნინო ქავთარაძის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში:
"მოგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ Erasmus+ აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში, 2024 წლის 22 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით, ჩავატარე ლექციები ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში (ლიეტუვა). მობილობა ითვალისწინებს უნივერსიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.
ლექციების ჩატარების პარალელურად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით კოლეგებს გავაცანი ინფორმაცია უნივერსიტეტის და ფაკულტეტზე არსებული პროგრამების შესახებ. როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთე ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და მისი განვითარების შემდგომ პერსპექტივებზე.
საერთაშორისო მობილობის პროექტში მონაწილეობის დასტურად გადმომეცა სერტიფიკატი".
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.