Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - II საერთაშორისო კვირეული თანამშომლებისთვის
2024 წლის 20-24 მაისს ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Politehnica University Timișoara - UPT) (ტიმიშოარა, რუმინეთი), სართაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, ტარდება Erasmus+ პროგრამის მე-2 საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის „სინერგია აკადემიურ წრეებში: ალიანსების შექმნა, კულტურათშორისი კავშირების დამყარება და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან 50-მდე მონაწილე, ძირითადად, საერთაშორისო ურთიერთიბათა ოფისებიდან, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია Erasmus პროგრამის ფარგლებში სტრესის მართვასთან, კულტურათაშორის კავშირების განვითარებასთან, საერთაშორისო სტუდენტებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საერთაშორისო კვირეულის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის მხრიდან მიწვეული თანამშრომელი საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტიდან.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.