Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (University of Life Sciences in Lublin - ULSL) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა: ადმინისტრაციული / აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 12.05.2024. ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 16 მაისმდე. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 21 მაისამდე.
დეტალური ინფორმაცია ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაბამისი რეგულაციები და პროცედურები, ასევე, მოთხოვნილი ფორმები იხილეთაქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 ადმინისტრაციული / აკადემიური თანამშრომლის მობილობა ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში. კოორდინატორის მხრიდან საბოლოო შერჩევის დროს პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც გააჩნიათ თანამშრომლობის გამოცდილება კოლეგებთან ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან.
მიმართულება: ბიზნესი და ადმინისტრირბა, ინჟინერია, აგროკულტურა.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.