რომის საპიენცის უნივერსიტეტი - საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის 2024
2024 წლის 14-18 ოქტომბერს რომის საპიენცის უნივერსიტეტის სწავლების ინტერნაციონალიზაციისა და არაევროპულ ქვეყნებში მობილობის ოფისი პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს იწვევს საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. იმ შემთხვევაში, თუ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა 60-ს გადააჭარბებს, აპლიკანტებს შეარჩევს მიმღები უნივერსიტეტი. შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ევროპულ და საერთაშორისო პროგრამებს, მობილობასა და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს.
კვირეულის პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს შეხვედრებსა და კულტურულ ღონისძიებებს. ძირითადი მიმართულებებია სადოქტორო პროგრამები და ინკლუზია.
მიმღები უნივერსიტეტი ანაზღაურებს საცხოვრებლის ხარჯს.
საერთაშორისო კვირეულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.