Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის - XVI საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში მიმდინარე წელს რიგით მეთექვსმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 1-ელ აპრილს, 11:00 საათზე.
საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში - სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი N219.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.
დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.