შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (
Middle East Technical University - METU) (ანკარა,თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს მერვე საერთაშორისო კვირეულს თანამშრომლებისთვის, რომელიც გაიმართება 2024 წლის 13-17 მაისს - Erasmus+ ICM Staff Week.
პერსონალის ტრეინინგის საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და იმ სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში სტუდენტებისა და თანამშრომელთა მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტივობებს, რეკრუტირებას, საერთაშორისო ურთიერთობებს, ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის განვითარებას, ინსტიტუციური განვითარების პროექტების მომზადებასა და განხორციელებას. ამასთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია პრაქტიკული სემინარები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა უნივერსიტეტის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში; საერთაშორისო თანამშრომლობა უნივერსიტეტებში: ახალი მოთხოვნები და შესაძლებლობები შეცვლილ კონტექსტში; საერთაშორისო ქსელები და სტრატეგიის მნიშვნელობა; კრიზისის მენეჯმენტი და საუკეთესო პრაქტიკა საერთაშორისო სტუდენტებთან მიმართებით; პროექტების განხორციელება, როგორც ახალი კონტაქტების დამყარების (ნეტვორქინგის) მოდელი და სხვ.
საერთაშორისო კვირეულის სამუშაო ენაა ინგლისური.
კოორდინატორის მითითებით, კვირეულში მონაწილეობა არ შეუძლიათ პირებს, რომლებსაც მანამდე უკვე აქვთ მონაწილეობა მიღებული შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კვირეულში.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 01.04.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 3 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 5 აპრილამდე.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ნომინირებული კანდიდატებისთვის აუცილებელია
ონლაინ სააპლიკაციო განაცხადის შევსება მიმდინარე წლის 15 აპრილამდე.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან თურქეთის შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში.