იარმუკის უნივერსიტეტი - მე-4 საერთაშორისო განათლების კვირეული
მიმდინარე წლის 23-25 აპრილს იორდანიაში, ქ. ირბიდში, იარმუკის უნივერსიტეტში (Yarmouk University) დაგეგმილია მე-4 საერთაშორისო განათლების კვირეული. ღონისძიების მიზანია თანამშრომლობის შესაძლებლობების ძიება, დიალოგის წახალისება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
განათლების კვირეულის ფარგლებში განხილულ იქნება შემდეგი თემები:
თანასწორობა და ინკლუზია უმაღლეს განათლებაში;
ციფრული ტრანსფორმაცია უმაღლეს განათლებაში: ტენდენციები და საუკეთესო პრაქტიკა;
SDG-ების ინტეგრაცია უმაღლესი განათლების სტრატეგიებში;
სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა: გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის ვირტუალური გაცვლები;
ინოვაცია და დასაქმება;
პროფესიული განათლებისა და სწავლების გაძლიერება.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა არის უფასო. თითოეულმა მონაწილე მხარემ თავად უნდა დაფაროს მგზავრობისა და განთავსების ხარჯები.
დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია: პროფესორი მვაფაკ ოტუმი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების ოფისის დირექტორი
ელ-ფოსტა: iw@yu.edu.jo
ტელ: +962790143171.
ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს https://iw.yu.edu.jo, სადაც განთავსებულია სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 22 მარტი.
ამასთან, მისთვის, ვინც აპირებს ღონისძიებაში მონაწილეობას Erasmus+ საშუალებით, 2024 წლის 21-22 აპრილს ექნება სწავლა/ტრენინგის ორი დამატებითი დღე.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.