Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რომის საპიენცის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
რომის საპიენცის უნივერსიტეტი (Sapienza University of Rome) (რომი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა: ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 3 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 5 აპრილამდე.
ნომინირებულმა სტუდენტებმა რომის საპიენცის უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთონ კოორდინატორი უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა რომის საპიენცის უნივერსიტეტში.
მიმართულებები: საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობები.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.