ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (INSA Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 29.03.2024. ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 2 აპრილამდე. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 5 აპრილამდე. გასაუბრება კოორდინატორი უნივერსიტეტი პროფესორ მირეი დუკასთან: 2024 წლის 12 აპრილამდე.
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების წარმოდგენისას სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაო პროგრამა, რომელიც წინასწარ შეთანხმებული იქნება მიმღები უნივერსიტეტის პროფესორ მირეი დუკასთან (Mireille Ducasse). პროფ. დუკას ელ.ფოსტა: Mireille.Ducasse@insa-rennes.fr
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
კოორდინატორის მითითებით, აპლიკანტი სტუდენტის GPA მინიმალური მნიშვნელობა უნდა იყოს 3,5. ასევე, სასწავლო ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს პროექტის კომპონენტს მინიმუმ 15 ECTS კრედიტის ოდენობით.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში.
მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.