Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული) (განმეორებითი კონკურსი)
ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 19.02.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 21 თებერვლამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 23 თებერვლამდე.
ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ნომინირებული კანდიდატის მიერ მიმღები უნივერსიტეტისთვის წარსადგენი სააპლიკაციო ფორმა და მობილობის ხელშეკრულება, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით დარჩენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია მობილობის განხორციელება 2024 წლის 20-24 მაისს ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაგეგმილ Erasmus+ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში, რომლის თემატიკას სპორტი წარმოადგენს.
მიზნობრივი ჯგუფი: ადმინისტრაციული თანამშრომელი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სპორტული შეჯიბრებების, სხვადასხვა სპორტული ღონისძიების, მათ შორის, ვორქშოპების, სასწავლო კლასების ორგანიზებას/მათში მონაწილეობას.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.