ბეირის ინტერიერის უნივერსიტეტი (
University of Beira Interior - UBI) (კოვილა, პორტუგალია), ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო და 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრებისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.04.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.
ბეირის ინტერიერის უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბეირის ინტერიერის უნივერსიტეტში.
მიმართულებები: სამშენებლო, პოლიტიკური მეცნიერებები, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, არქიტექტურა, კომპიუტერული მეცნიერებები.