მობილობის ფარგლებში იგი სხვა მონაწილეებთან ერთად შეხვდა პარტნიორი უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში დან მანდრუს, აგრეთვე, უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების, ელექტრული ინჟინერიის, ინდუსტრიული ინჟინერიის, რობოტექნიკის წარმოებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტების წარმომადგენლებს, EASMUS+ პროექტის კოორდინატორებსა და პასუხისმგებელ პირებს, შეხვდა უნივერსიტეტის იურიდიული ოფისის პერსონალს და გაეცნო მათ გამოცდილებას, დაესწრო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლის (Entrep-Boot Camp) შეხვედრებს და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა აქტივობებში, გაეცნო ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებსა და მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კლუჟ-ნაპოკას უნივერსიტეტს აქვს ინგლისურენოვანი კურსები საბაკალავრო პროგრამების კომპიუტერული, მშენებლობის და სხვა საინჟინრო მიმართულებებისათვის, რომელთაც გააჩნიათ კარგად აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სწავლებისათვის შესაბამისი პირობები.
პარტნიორი უნივერსიტეტის საქმიანობის გამოცდილების გაზიარება ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო მობილობის მონაწილეთათვის".