ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (
Ulm University of Applied Sciences - Hochschule Ulm) (ულმი, გერმანია) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (სექტემბერი/ოქტომბერი - დეკემბერი/თებერვალი).
შერჩევის პროცედურა
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 01.03.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 7 მარტამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 15 მარტამდე.
სასარგებლო ბმულები:
ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია, ,ათ შორის, საინფორმაციო
ვიდეო საერთაშორისო სტუდენტებისათვის, იხილეთ
აქ.
ინგლისურენოვანი კურსები.
ელექტროინჟინერიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ახალი საბაკალავრო კურსები.
გერმანულენოვანი კურსები იხილეთ
აქ. B2 დონეზე გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებს შეუძლიათ ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა.
შერჩეულმა აპლიკანტებმა 2024 წლის სექტემბერში აუცილებლად უნდა გაიარონ უცხოური ენის 2-კვირიანი ინტენსიური კურსი, ხოლო სემესტრის განმავლობაში კი - უცხოური ენის 4 სხვადასხვა დონის კურსი.
210 კრედიტის მქონე ბაკალავრებს შეუძლიათ სამაგისტრო კურსის არჩევა.
გარდა სასწავლო კურსებისა, სტუდენტებს შეუძლიათ ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში განახორციელონ პრაქტიკა/სტაჟირება/ პროექტზე მუშაობა ან იმუშაონ საბაკალავრო ან სამაგისტრო ნაშრომზე მიმღები უნივერსიტეტის შესაბამის ლაბორატორიაში. ამ შემთხვევაში, ხელმძღვანელი პროფესორის შესარჩევად აუცილებელი იქნება სტუდენტმა დროულად აცნობოს მიმღებ უნივერსიტეტს თავისი ინტერესის სფერო და ამასთან დაკავშირებით, თავისი კვალიფიკაცია.
ინფორმაცია ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში კვლევითი პროექტების შესახებ იხილეთ
აქ.
ნომინირებულ და შერჩეულ სტუდენტებს მიმღები უნიევრსიტეტი გაუგზავნის ონლაინ სააპლიკაციო ფორმას. სააპლიკაციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1-ელი მაისი.
ულმში ცხოვრებასა და სწავლასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ.