English Version / Русская версия
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული იუნესკოს კათედრის “საინფორმაციო საზოგადოება” 2006 წლის ივნისიდან 2007 წლის ივნისამდე გაწეული მუშაობის ანგარიში

რეზიუმე
საანგარიშო პერიოდში წარმატებით გრძელდებოდა სხვადასხვა სამუშაოები კათედრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებით. გაფართოვდა კონტაქტები საქართველოსა და სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებთან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზაციებთან და საქართველოს იმ ბიზნეს-სტრუქტურებთან, რომელთა ინოვაციური საქმიანობა ეხება კათედრის სამეცნიერო ინტერესების სფეროს. დამყადა კავშირი, გაიმართა მოლაპარაკებები და ჩატარდა სემინარები აზერბაიჯანისა და სომხეთის, ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებთან, რათა განსაზღვრულიყო შავი ზღვის ვირტუალური უნივერსიტეტის პროექტის შემუშავების აუცილებლობა ამ რეგიონის სპეციფიკის, თავისებურებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.
დაწყებულია მოლაპარაკება კათედრის ჩართვისათვის ORBICOM-ის (http://www.orbicom.uqam.ca) საკომუნიკაციო ქსელში.

1. არსებული რესურსები

  • ადამიანური რესურსები
    იუნესკოს კათედრა “საინფორმაციო საზოგადოება” მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში, მაგრამ ის არ არის კათედრა, რომელიც უშვებს სპეციალისტებს. გამოცხადებულია, რომ კათედრის დანიშნულებაა განათლებაში ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან და საინფორმაციო საზოგადოების შექმნასთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარება. კათედრის მუდმივი შემადგენლობაა: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთი ნამდვილი წევრი, ორი პროფესორი, ორი მეცნიერი მუშაკი, სამი ასპირანტი და ლაბორანტი. კათედრის ყველა თანამშრომელი მუშაობს საზოგადოებრივ საწყისებზე, ისინი კათედრის მუშაობას უთმობენ თავისუფალი დროის ნაწილს. თუ აუცილებელია, პროექტში მონაწილეობის მისაღებად ხდება მოწვევა სხვა სპეციალისტების (ჩვეულებრივ, სტუდენტების, ასპირანტებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების).

  • სხვა რესურსები
    იუნესკოს კათედრა “საინფორმაციო საზოგადოება” განთავსებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-VI სასწავლო კორპუსის ოთხ ოთახში. მის განკარგულებაშია საჭირო რაოდენობის თანამედროვე კონფიგურაციის კომპიუტერები, რომლებიც ჩართულია ინტერნეტის ქსელში და გაერთიანებულია ლოკალურ ქსელში. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ოთახების რემონტი და გადაიარაღება. დამატებით შეძენილი იქნა ტექნიკა.

    დაფინანსების წყარო:
    იუნესკოს წვლილი - არა
    სხვათა წვლილი
    მიმღები ინსტიტუტი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი


2. მოღვაწეობა

  • აკადემიური აქტივები
    შემუშავებულია პროგრამა და მომზადებულია დამხმარე სახელმძღვანელო კურსისათვის “ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიები საინფორმაციო საზოგადოებაში”. სასწავლო კურსი “საინფორმაციო საზოგადოება: საბაზო ცნებები, მდგომარეობა, პერსპექტივები” შედის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სასწავლო პროგრამაში. გაგრძელდა მოსამზადებელი სამუშაოები შავი ზღვის ვირტუალური უნივერსიტეტის შექმნის პროექტის ჩარჩოებში.
    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე განახლებულია კათედრის საბაზო თემატიკის მიმოხილვითი ხასიათის ლექციების კურსი.

  • კონფერენციები და შეხვედრები
    2006 წლის 20 მაისს იუნესკოს კათედრამ “საინფორმაციო საზოგადოება” თბილისში ჩაატარა საერთო ნაციონალური სემინარი ”სტრატეგია და ნაციონალური სპეციფიკა შავი ზღვის აუზის ვირტუალური უნივერსიტეტის შექმნისას”. სემინარში მონაწილეობდა ყველა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლისა და პროფილირებული სამეცნიერო ორგანიზაციის წარმომადგენელი. განსახილველად წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები:
      ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები განათლებაში;
      უმაღლესი განათლების ახალ სისტემაზე გადასვლის საინფორმაციო მხარდაჭერა;
      თავისუფალ საინფორმაციო სივრცეში არსებობის წესები;
      ნაციონალური სპეციფიკის გამოხატვის ფორმები განათლებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში;
      საგანმანათლებლო სტრატეგიის კავშირი სახელმწიფოს მოთხოვნებსა და ბიზნესთან;
      უწყვეტი განათლების პრობლემები.

    განხილვის შედეგად გამოითქვა საერთო აზრი ვირტუალური უნივერსიტეტის შექმნის აუცილებლობის შესახებ, მონაწილე ქვეყნების ნაციონალური თავისებურებების გათვალისწინებით.

  • პუბლიკაციები და მულტიმედია მასალები
    გამოქვეყნებულია წიგნი “გლობალანსი”
    ავტორი: გოჩა ჩოგოვაძე
    გამოცემის წელი: 2006
    გვერდების რაოდენობა: 119
    ენები: ქართული, ფრანგული, რუსული

    წიგნში მოცემულია გლობალიზაციის სხვადასხვა ასპექტი, შეფასებულია თანამედროვეობის ამ წინააღმდეგობრივი მოვლენის ძირითადი თვისებები და განხილულია გლობალიზაციის სხვადასხვა პროცესის შესაძლო შედეგები მცირე ქვეყნებისათვის, როგორიცაა მაგალითად საქართველო და საზოგადოებისათვის, მათ შორის საინფორმაციო საზოგადოებისთვისაც.

    სამამულო (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები “მართვის ავტომატიზებული სისტემები” ¹1 2006 წელი, თბილისი) და უცხოეთის სამეცნიერო პერიოდიკაში (“მიფი-ს სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული”, მოსკოვი, 2007 წელი) გამოქვეყნებულია სტატიები, რომელთა თემატიკა დაკავშირებულია საინფორმაციო საზოგადოების პრობლემატიკასა და ვირტუალური უნივერსიტეტის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასთან OpenSource პროექტის ფარგლებში.

  • მისიები საზღვარგარეთ
    ა) ქალაქები: პარიზი, მონპელიე - საფრანგეთი; მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი - რუსეთი; რომი - იტალია; ბაქო - აზერბაიჯანი; ერევანი - სომხეთი.

      მისიათა თემატიკა:
    • კათედრის ხელმძღვანელისა და პროფესორების ხანმოკლე, მრავალჯერადი მივლინებები;
    • სტუდენტების გაცვლის ორგანიზება;
    • ინფორმაციის გაცვლა შავი ზღვის ვირტუალური უნივერსიტეტის პროექტის შემუშავების შესახებ;
    • ლექციის ჩატარება თემაზე “საინფორმაციო საზოგადოების თანამედროვე პრობლემები”.

    ბ) მოწვეული პროფესორები:
    • ჟან-პიერ მასსიუე (საფრანგეთი) _ მეცნიერებათა და ხელოვნების ევროპული აკადემიის აკადემიკოსი (ზალცბურგი);
    • სტრიჟევსკი ვსევოლოდ სემიონის ძე (რუსეთი) _ მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკური ინსტიტუტის პროფესორი.


3. შედეგები
საქართველოს სამეცნიერო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სფეროში მიღწეულია შემდეგი:

  • მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმების შესაბამისად საქართველოს მართვის პრობლემების ინსტიტუტთან, საქართველოს კიბერნეტიკის ინსტიტუტთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტთან დისტანციური განათლების ნაციონალური ქსელის ორგანიზებისა და საქართველოს ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნის შესახებ. ჩატარებულია მოსამზადებელი ღონისძიებები დისტანციური განათლების საქართველოს საზოგადოებრივი საბჭოს შესაქმნელად;
  • ორ ქართულ ბიზნეს-ორგანიზაციასთან ერთად (Alta-Computers, Orient-Logic) ჩატარებულია წინასაპროექტო კვლევები საქართველოს ერთიანი სასწავლო სივრცის შემუშავებისა და ფუნქციონირების ორგანიზების მიზნით. გეგმით საცდელი პროექტის რეალიზება უნდა დაიწყოს 2008 წლის შემოდგომაზე;
  • დადებულია ხელშეკრულებები მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკურ ინსტიტუტთან (პროფ. ა.ი.გუსევა) და რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (რექტორი _ პროფ. ვ.პ.ტიხომიროვი), ასევე აზერბაიჯანის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სომხეთის საინჟინრო-ტექნიკურ უნივერსიტეტთან e-learning სფეროში სტუდენტების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების ურთიერთგაცვლის შესახებ;
  • ტარდება ინდივიდუალური მუშაობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომზე მომუშავე სტუდენტებსა და ასპირანტებთან დისტანციური განათლების პრობლემებისადმი მათი ინტერესის აქტუალიზაციის მიზნით. კათედრის თანამშრომლების მიერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის უფროსი კურსის სტუდენტებს e-learning-ის თემაზე ჩაუტარდა ექვსი ფაკულტატური ლექცია;
  • ჩატარებულია აუცილებელი სამუშაოები საკომუნიკაციო ქსელ ORBICOM-ში კათედრის ჩართვისათვის;
  • კათედრის მიერ ჩატარებული სამუშაოები წარედგინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.


4. მომავალი საქმიანობა
2007-2008 წლებისათვის დაგეგმილია:

  • ასპირანტის მომზადება ვირტუალური უნივერსიტეტის პროგრამული უზრუნველყოფის დარგში;
  • კათედრის მეცნიერ-მუშაკებისა და ასპირანტების მოკლევადიანი (2-3 თვე) სტაჟირების ორგანიზება ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში;
  • გაგრძელდეს საქართველოს ბიზნეს-სტრუქტურების ჩაბმა კათედრის სამუშაოთა თემატიკაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით;
  • ვირტუალური უნივერსიტეტის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით, შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებათა შედეგების შესაბამისად, 2008 წელს ჩატარდეს საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი;
  • გაგრძელდეს მეცნიერებათა აკადემიასთან ერთობლივი სემინარები და კონფერენციები;
  • გააქტიურდეს კათედრის თანამშრომელთა მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში მათი ნამუშევრების თემატიკის მიხედვით;
  • საქართველოში სოციალური ქსელების გამოყენების შესახებ კვლევის ორგანიზება;
  • მაპროგრამებელი კოლექტივის (CMM+SPICE+CMMI/SW) ინტეგრირებული მოდელის სპეციფიკაციის შემუშავება საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • ვირტუალური უნივერსიტეტის სტანდარტების პროფილის პროექტის მომზადება;
  • ჩატარდეს გამოკვლევები წარმოდგენისა და ვიზუალიზაციის მეთოდების მიმოხილვის მოსამზადებლად მხატვრული ნამუშევრების ინტერნეტ-წარმოდგენისათვის (სამუზეუმო ფასეულობათა ვირტუალიზაცია);
  • გამოსაქვეყნებლად მომზადდეს მასალა თემაზე: “ეკოსისტემის სტრუქტურა. პოპულაციათა ურთიერთქმედება. ეკოსისტემის მდგრადობის კრიტერიუმები. ნორმისა და პათოლოგიის პრობლემა ეკოსისტემის მდგომარეობაში”;
  • გამოსაქვეყნებლად მომზადდეს მასალა თემაზე: “ბიოსფეროს ენერგეტიკა. ენერგიის ტრადიციული და ალტერნატიული წყაროები. ნედლეულისა და ნარჩენების უტილიზაციის პრობლემები”.


5. განვითარების პერსპექტივები

  • მომზადდეს დისტანციური განათლების სფეროში სიახლეების შესახებ რეგულარული ბიულეტენის პირველი გამოშვება და გამოიცეს იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად;
  • შემუშავდეს მასალები საქართველოს ერთიანი სასწავლო სივრცის ორგანიზებისათვის;
  • გააქტიურდეს შავი ზღვის ვირტუალური უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში კათედრის მოღვაწეობის დასაფინანსებლად საქართველოს ბიზნეს-სტრუქტურების მოზიდვის სამუშაოები.

 

 

 

 

© 2007 Georgian Technical University