English Version / Русская версия
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

იუნესკოს კათედრა “საინფორმაციო საზოგადოება”

დაფუძნებულია 2003 წელს , იუნესკოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად , საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ( საქართველო ).

მოღვაწეობის სფერო: ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიები .

მიზანი: კვლევის, ტრეინინგის, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისტემების ინტეგრირებისათვის ხელშეწყობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში . ის იქნება საქართველოსა და კავკასიის რეგიონის უნივერსიტეტებისა და სხვა დაწესებულებების საერთაშორისო დონეზე აღიარებულ მეცნიერებსა და პედაგოგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაადვილების საშუალება .

კათედრის გამგე: პროფესორი , საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი გოჩა ჩოგოვაძე

ადამიანური რესურსები: კათედრა მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში , მაგრამ ის არ არის სპეციალისტების გამომშვები კათედრა . კათედრის მუდმივი შემადგენლობაა : საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთი ნამდვილი წევრი , ორი პროფესორი , ორი მეცნიერი მუშაკი , სამი ასპირანტი და ინჟინერ - პროგრამისტი . კათედრის ყველა თანამშრომელი მუშაობს საზოგადოებრივ საწყისებზე . ისინი კათედრის მუშაობას უთმობენ თავისუფალი დროის ნაწილს . აუცილებლობის შემთხვევაში , პროექტში მონაწილეობის მისაღებად ხდება სხვა სპეციალისტების (ჩვეულებრივ , სტუდენტების , ასპირანტებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების ) მოწვევა .

 

 

 

© 2007 Georgian Technical University