საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სიახლეები და მოვლენები

07 ივლ

სტუდენტებისთვის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტრო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის  დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს
07 ივლ

"ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში" - პროექტის მონაწილეთათვის რეგისტრაცია დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF Georgia მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის COVID19-ის გამოწვევების საპასუხოდ მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტს იწყებს.  აღნიშნულ პროექტში მონაწილეები 10 ივლისამდე უნდა დარეგისტრირდნენ. პროექტის პარტნიორია ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency
06 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რუსთაველის ფონდის CARYS საგრანტო პროგრამის ლიდერია

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მორიგ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების CARYS საგრანტო პროგრამაში, გამარჯვებული პროექტების რაოდენობით, ლიდერის პოზიცია დაიკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
04 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
03 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე: „უნივერსიტეტსა და ამერიკულ EOS DATA ANALITIKS, INC-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კოსმოსურ კვლევებში საქართველოს როლს გააძლიერებს“

ქართული კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციებით, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ელგუჯა მეძმარიაშვილისა და ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამუშაოებით ევროპული კომპანიების შემდეგ, ამერიკული კომპანია EOS DATA ANALITIKS, INC დაინტერესდა, - ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს

ყველა სიახლე