ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ბუნებრივი კატასტროფების, მათ შორის,  მიწისძვრის პრობლემის კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კერძოდ კი,  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა  ერთ-ერთი ძირითადი საკითხია. საქართველოსთვის ეს საკითხი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენი ქვეყანა კავკასიის სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს.

აღნიშნულ საკითხს, გასული საუკუნის ბოლოდან, იკვლევს სამეცნიერო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობენ ფიზ.-მთ. მეცნ. დოქტ. მანანა კაჭახიძე და ფიზ. მათ. მეცნ დოქტ. ნინო კაჭახიძე-მერფი. ჯგუფის სამეცნიერო კვლევებში  სხვადასხვა დროს ჩართულნი იყვნენ აბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლები.

მიწისძვრის პრობლემატიკის კვლევაში ჯგუფს გარკვეული მიღწევები აქვს: შექმნილია მიწისძრის წინ არსებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების გენერაციის  მოდელი, მიწისძვრების პროგნოზირების მეთოდოლოგია და მეთოდები. აღნიშნულმა კვლევებმა  შეძლო მიწისძვრის პროგნოზირების პრობლემის გადაჭრა.

გარდა ამისა, სამეცნიერო ჯგუფის მიერ დამუშავდა დღეს არსებული, ელექტრომაგნიტური გამოსხივების ჩამწერი  ქსელების მოდერნიზაციის შესაძლებლობის საკითხი, გაუმჯობესდა ელექტრომაგნიტური გამოსხივების მიმღები ხელსაწყო,  ჩამოყალიდა სეისმური რისკის შეფასებისა და მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრის ფოკუსში დაგროვებული ტექტონიკური დაძაბულობის შემცირების სრულიად  განსხვავებული და ინოვაციური ხედვა.

სამეცნიერო ჯგუფი კარგადაა ცნობილი საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში.

სამეცნიერო ჯგუფის შემდგომ სამუშაოებში ხელშესაწყობად და საზღვარგარეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს ტექნიკური უნივესრეიტეტის  სენატის 2021 წლის  29 აპრილის სხდომის დადგენილებით  შეიქმნა  „ბუნებრივი კატასკროფების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“, რომელშიც სამეცნიერო ჯგუფის ძირითადი მკვლევრები  გაერთიანდნენ.