განახლდა ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის Erasmus+ ჯგუფი, გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით, საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს განაახლებს. 2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრში პირველი შეხვედრა თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის 1-ელ სექტემბერს ჩატარდება.
პირველი კონსულტაცია სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 1-ელ სექტემბერს, 11:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - 14:00 საათზე, ხოლო კონსულტაცია სტუ-ს უცხოურენოვანი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება სამშაბათს, 2 სექტემბერს, 11:00 საათზე, ინგლისურ ენაზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის
Erasmus+ ვებგვერდზე.
დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე,
კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219