გაცვლითი პროგრამა უსკუდარის უნივერსიტეტში - 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი ან მთლიანი აკადემიური წელი (სტუდენტებისთვის)

უსკუდარის უნივერსიტეტი (Üsküdar University) (სტამბოლი, თურქეთი) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისა და მთლიანი აკადემიური წლისათვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 02.06.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 4 ივნისამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 6 ივნისამდე.

უსკუდარის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ნომინირებულმა აპლიკანტებმა უნივერსიტეტის ვებგვერდზე ონლაინ სააპლიკაციო პროცედურები უნდა გაიარონ მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე.

მობილობა უსკუდარის უნივერსიტეტში განხორციელდება სტუდენტის თვითდაფინანსებით ე.წ. ნულოვანი გრანტით (დაფინანსების გარეშე), სტუდენტი არ გადაიხდის სწავლების გადასახადს მიმღებ უნივერსიტეტში.

სამეცნიერო მიმართულებები იხილეთ აქ.
22/04/2025

სიახლეებში დაბრუნება