UNESCO - იაპონიის ჯილდო განათლების მდგრადი განვითარებისთვის

ცხადდება UNESCO - იაპონიის ჯილდო განათლების მდგრადი განვითარებისთვის (UNESCO-Japan Prize on Education for Sustainable Development - ESD).

UNESCO-Japan Prize on Education for Sustainable Development (ESD) არის საერთაშორისო პრემია, რომელიც ყოველწლიურად ენიჭება საუკეთესო კანდიდატებს იმ ინიციატივებისა და პროექტებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს განათლების მდგრადი განვითარების (ESD) დანერგვას. აღნიშნული პრიზი დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას განათლების გზით.

ჯილდო ენიჭება კერძო პირებსა და ორგანიზაციებს “განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ (ESD) კუთხით განხორცილებული განსაკუთრებული პროექტებისთვის.

ნომინაციის პროცესი წარიმართება ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, სადაც იუნესკოში საქართველოს დელეგაცია წარადგენს კანდიდატის მიერ შევსებულ სააპლიკაციო ფორმას.

ფულადი პრიზი ყოველ წელს გადაეცემა სამ გამარჯვებულს, თითოეულს 50,000 აშშ დოლარის ოდენობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ აღნიშნული პრიზის ვებგვერდი.

დაინტერესებული პირებმა, მიმდინარე წლის 7 მაისამდე უნდა წარადგინონ შევსებული საპლიკაციო ფორმა იუნესკოში საქართველოს დელეგაციის ინფორმირების მიზნით.
22/04/2025

სიახლეებში დაბრუნება