2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეთერთმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 14 აპრილს, 14:00 საათზე, ხოლო კონსულტაცია სტუ-ს უცხოურენოვანი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება სამშაბათს, 15 აპრილს, 11:00 საათზე, ინგლისურ ენაზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას
უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.
დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219.