Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.04.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 23 და 24 აპრილს.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 28 აპრილამდე.

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ნომინირებულმა აპლიკანტებმა უნივერსიტეტის ვებგვერდზე ონლაინ სააპლიკაციო პროცედურები უნდა გაიარონ მიმდინარე წლის 1-30 ივნისს.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. 

მიმართულება: არქიტექტურა, ავტომატური მართვა, ელექტრონიკა და კომპიუტერული მეცნიერებები, სამშენებლო, ქიმია, ელექტროინჟინერია, სამთო, შრომის უსაფრთხოება და საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ენერგეტიკა და გარემოსდაცვის ინჟინერინგი, გამოყენებითი მათემატიკა, მანქანათმშენებლობა, მასალათმცოდნეობა, ორგანიზაცია და მენეჯმენტი, ტრანსპორტი და ავიაცია, განათლება და კომუნიკაცია, ფიზიკა.
10/04/2025

სიახლეებში დაბრუნება