იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ საერთაშორისო მობილობისთვის პროექტის კოორდინატორის მიერ განსაზღვრულია 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტიდან, რომელთა საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის პროექტების მომზადება-განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტივობებსა და შესაბამის რეპორტინგს. პროექტის კოორდინატორის რეკომენდაციით, იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობა უნდა განხორციელდეს მიმდინარე საგაზაფხულო სემესტრის 26-30 მაისს ან 23-27 ივნისს. სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის შერჩევის პროცესს სრულად ახორციელებს კოორდინატორი უნივერსიტეტი.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.