ტუშის უნივერსიტეტი (
University of Tuscia - UNITUS) (ვიტერბო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 5-9 მაისს ორგანიზებას უკეთებს V საერთაშორისო ტრეინინგ-კვირეულს თანამშრომლებისთვის - Erasmus+ International Staff Training Week.
საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობა უკავშირდება უნივერსიტეტში მიმდინარე ინტერნაციონალიზაციის პროცესებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას, უნივერსიტეტში სტუდენტებისა და თანამშრომელთა Erasmus+ მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტივობებს. კვირეულის პროგრამა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი კონტაქტების დამყარებას (ნეტვორქინგი) ღონისძიებაში მონაწილე ინსტიტუციებს შორის, ასევე, გათვალისწინებულია სოციალურ-კულტურული აქტივობები.
ტუშის უნივერსიტეტში Erasmus+ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის შერჩევის პროცესს სრულად ახორციელებს კოორდინატორი უნივერსიტეტი. პროექტის კოორდინატორის მიერ განსაზღვრულია სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა ტუშის უნივერსიტეტში.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.