Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში - 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (AGH University of Science and Technology of Krakow) (კრაკოვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.04.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 23 და 24 აპრილს.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 28 აპრილამდე.

კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის ხუთთვიანი მობილობა.

მიმართულება: საინჟინრო მიმართულებები; ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; მენეჯმენტი; გარემოს დაცვა.
09/04/2025

სიახლეებში დაბრუნება