Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.

ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ნომინირებული კანდიდატის მიერ მიმღები უნივერსიტეტისთვის წარსადგენი სააპლიკაციო ფორმა და მობილობის ხელშეკრულება, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია მობილობის განხორციელება 2025 წლის 19-23 მაისს ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაგეგმილ Erasmus+ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში, რომლის თემატიკას ლინგვისტიკა წარმოადგენს.

მიმართულება: ელექროინჟინერია, მენეჯმენტი, მანქანათმშენებლობა, სატრანსპორტო, სამშენებლო, გარემოს დაცვა და შესაბამისი ინტერდისციპლინარული მიმართულებები.
28/01/2025

სიახლეებში დაბრუნება