განახლდა ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ერაზმუს+ ჯგუფი, გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით, საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს განაახლებს. 2024-2025 სასწავლო წლის II სემესტრში პირველი შეხვედრა თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის 27 იანვარს ჩატარდება.
პირველი კონსულტაცია სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 27 იანვარს, 11:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - 14:00 საათზე, ხოლო კონსულტაცია სტუ-ს უცხოურენოვანი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება სამშაბათს, 28 იანვარს, 11:00 საათზე, ინგლისურ ენაზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას
უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.
დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219