Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პალერმოს უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
პალერმოს უნივერსიტეტი (Universita' degli Studi di Palermo – UniPa) (პალერმო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.02.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 25 თებერვლამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 27 თებერვლამდე.
დამატებითი ინფორმაცია პალერმოს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუცური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პალერმოს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით, 3-3 თვით.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საქართველოში იტალიის საელჩოში უნდა აიღონ იტალიური ფისკალური კოდის დოკუმენტი.
მიმართულება: სოფლის მეურნეობა, აგროკულტურა და მასთან დაკავშირებული ინტერდისციპლინარული მიმართულებები ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მენეჯმენტის კუთხით.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.