Erasmus+ გაცვლითი პროგრამა Junia ISA Lille უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)
Junia ISA Lille უნივერსიტეტი (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 02.02.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 5 თებერვლამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 11 თებერვლამდე.
ISA Lille უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან Junia ISA Lille უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, მობილობა უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 10-14 მარტს Junia ISA Lille უნივერსიტეტში დაგეგმილ Erasmus+ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში.
მიმართულება: აგრარული მიმართულებები - კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, აგრობიზნესი.
მიზნობრივი ჯგუფი: აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აკადემიური თანამშრომელი.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.