Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)
პარიზ-საკლეს უნივერსიტეტი (Paris-Saclay University) (ჟიფ-სიურ-ივეტი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.02.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 25 თებერვლამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 27 თებერვლამდე.
პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 4 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში. პრიორიტეტი მიენიჭება აკადემიურ მობილობას. ადმინისტრაციული მობილობა განხორციელდება 2025-2026 სასწავლო წელს.
აკადემიური მიმართულება: ფიზიკა; სამედიცინო ფიზიკა. მიზნობრივი ჯგუფი ადმინისტრაციული თანამშრომლის შემთხვევაში: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.